რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას Vatican News წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომის პაპმა ასევე ღრმა წუხილი გამოთქვა „ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე“ და რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.
საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
