მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
როგავას შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწად-ნახევარია ეძებს. მისი კვალი 14 ოქტომბერს მამა-შვილი, ზამირ და შადიმან როგავების დაჭრის შემდეგ ქრება, ამ დრომდე კი მასზე ძებნა მიმდინარეობს.
ვალტერ როგავა 14 ოქტომბერს ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.
