Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ- შოთა ქევხიშვილი

October 16, 2026
მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ- შოთა ქევხიშვილი

“საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ. მით უფრო ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პოლიტიკური მანიპულაციის საგანი არ უნდა გახდეს”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოს წევრი შოთა ქევხიშვილი თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე დღის წინ ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინ სააგენტოს რეპუტაციის შელახვისა და საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით თუ როგორი დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმოდა ამ უწყების მიმართ.

“ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ჟურნალისტებად წოდებული პირები, თვითმარქვია ექსპერტები და სხვები, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარე თემით – ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობით – სპეკულირებდნენ.

არადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნის თანახმად, აღებული 694 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა და შემოწმებული საკვები პროდუქტები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი იყო”, – განაცხადა შოთა ქევხიშვილმა სხდომაზე.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მიუხედავად აჟიოტაჟისა, ბაღების სააგენტოს საქმიანობამ და მისმა ორგანიზებულად მუშაობამ საზოგადოებას აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული სისტემის არსებობა, პასუხისმგებლობის მაღალი შეგნება და თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური შრომა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შოთა ქევხიშვილი შეეხო ასევე დედაქალაქის მერიის პროგრამას “ისწავლე და დასაქმდი”, მან განაცხადა, რომ ეს პროექტი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და თითოეული ადამიანის პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“პროექტის წარმატებასა და მის საჭიროებაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ დრომდე 17 ათასზე მეტი მოქალაქეა გადამზადებული და კურსდამთავრებულთა 75% დასაქმებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგრამის ფარგლებში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი – ანაზღაურებადი პრაქტიკა და 22 ახალი პროფესიული კურსი, რომლებიც თანამედროვე საჭიროებებს არის მორგებული. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, დროულად გაეცნონ პროგრამის პირობებს და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა შოთა ქევხიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას მოსამართლემ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის წინ, ღარიბაშვილის ადვოკატი ახალ წერილს აქვეყნებს
  • ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge