Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული – ზაქარია წიკლაური

October 16, 2026
ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული – ზაქარია წიკლაური

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარი, ზაქარია წიკლაური თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ, ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა.

როგორც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი სამართლიანობაზე და ამომრჩევლის პატივისცემაზეც საუბრობს, არ უნდა დაივიწყოს საკუთარი წარსული და ისიც, რომ მათ საკუთარი ნებით თქვეს მანდატებსა და პარლამენტში მუშაობაზე.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემი კოლეგის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის (პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი თბილისი საკრებულოში) სიტყვით გამოსვლას და მადლობა არ გადავუხადო ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან, ნოდარ ბოკერიას, აბსოლუტურად ლოგიკურად და სწორად აწყობილი პასუხისთვის როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე პარტიების აკრძალვა გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას საზოგადოებაში და უმრავლესობა, ზოგადად, არ ვცემთ პატივს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამ დროს უნდა გაიხსენოთ საკუთარი პოლიტიკური წარსული – ხალხს თავად არ ეცით პატივი „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ნიკოლოზ, მე არაფერი მაქვს თქვენთან პირადული, თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ყველა ეს პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული. როდესაც საუბრობთ ამომრჩევლებისა და მათი ნდობის მანდატის პატივისცემაზე, პატივი თავად უნდა გეცათ, როდესაც ამ ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა აგირჩიათ. თქვენ საკუთარი ნებით თქვით უარი პოლიტიკურ მანდატებსა და საპარლამენტო მუშაობაზე, არ შეხვედით პარლამენტში და ამით თავად არ ეცით პატივი ხალხის იმ ნაწილს, რომელმაც ნდობა გამოგიცხადათ. როდესაც თითქოს პოლიტიკურ თემებზე საუბრობთ, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, სადაც დეტალურად იყო განხილული ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის, თქვენი პოლიტიკური ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

როდესაც თქვენ ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან მიუთითებთ, რომ თითქოს ვინმე რამის აზრზე არ არის, იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, აზრზე არ ხართ თქვენ. არ იცით საერთოდ, საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს და რა დაკვეთა უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ ამ საზოგადოების გული მოიგოთ. ზუსტად ამიტომ, ყოველ არჩევნებზე სამარცხვინოდ და სამაგალითოდ ისჯებით ოპოზიცია და საზოგადოება გიწერთ ორიანს. გითითებენ ადგილს, რომ იცოდეთ, სად არის თქვენი ადგილი – იმ ხალხის ადგილი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ქვეყნის მტრობის მეტს არაფერს აკეთებდით. თუ გაინტერესებთ, სამუშაო ოთახში მაქვს წიგნი, რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, სადაც აღწერილია ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პირადად თქვენი პარტიის ლიდერი. თუ არ გაქვთ ნანახი და ამის შესახებ არ იცით, შემიძლია, წიგნი მოგაწოდოთ და გაეცნოთ,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას მოსამართლემ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის წინ, ღარიბაშვილის ადვოკატი ახალ წერილს აქვეყნებს
  • ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge