Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველო სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან- შალვა სუთიაშვილი

October 16, 2026
ქართველო სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან- შალვა სუთიაშვილი

დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ყურადღება იმ წარმატებებზე გაამახვილა, რომელსაც ქართულმა სპორტმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიაღწია.

როგორც შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ამ მოკლე პერიოდში საქართველომ უმასპინძლა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს, რომელთა ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანას 1000-მდე უცხოელი ათლეტი ესტუმრა.

მან ასევე იმ შთამბეჭდავ შედეგებზე ისაუბრა, რომლითაც ქართველმა სპორტსმენებმა დაასრულეს ასპარეზობა.

აღნიშნულის ფონზე, საკრებულოს წევრისთვის სრულიად მიუღებელი და დესტრუქციულია ის არაეთიკური კრიტიკა და შეურაცხყოფა, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ჩვენი სპორტსმენების მისამართით გამოხატავენ. სპორტსმენები, რომლებიც მძიმე ტრავმების მიუხედავად, ბოლომდე ინარჩუნებენ პროფესიონალიზმს და სამშობლოს გამარჯვებას უძღვნიან, არიან საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები საერთაშორისო ასპარეზზე.

„მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ნეგატიური რეაქციების მიღმა იმალება გაუცხოება საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოების – ჰიმნის და დროშის მიმართ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღფრთოვანებულია ქართული ფენომენით და სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს ქართველი ჩემპიონების სახელებს არქმევენ, შიდა დისკრედიტაციის მადლობები ყოვლად დაუშვებელია.

მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სპორტსმენების ღვაწლს. საზოგადოებრივ მხარდაჭერას კი ჩვენ – საქართველოს მოსახლეობა და ერთგული გულშემატკივრები უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა შალვა სუთიაშვილმა და თითოეულ სპორტსმენს გაწეული თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მასპინძლის მაღალი სტატუსი შეუნარჩუნა, მადლობა გადაუხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის წინ, ღარიბაშვილის ადვოკატი ახალ წერილს აქვეყნებს
  • ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
  • „არასრულწლოვან გერს სცემა, აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა“ – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge