Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ, რომ არა საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი და ოკუპირებული…”- ბერდია სიჭინავა

October 16, 2026
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროცესზე დაკითხული მოწმეები იმყოფებოდნენ სოფელ ჩორჩანაში, სადაც გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნენ ვითარებას და ყველამ ერთხმად დაადასტურა იქ არსებული ვითარება, რომ, რომ არა 2019 წელს აგებული ეს საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი,- ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, საგუშაგოს განთავსებას ჰქონდა კრიტიკული მნიშვნელობა უსაფრთხოებისთვის და სოფლის ოკუპაციის შეჩერებისთვის.

„პროცესზე დაკითხული მოწმეები იმყოფებოდნენ სოფელ ჩორჩანაში, სადაც გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნენ ვითარებას და ყველამ ერთხმად დაადასტურა იქ არსებული ვითარება, რომ რომ არა 2019 წელს აგებული ეს საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი. სოფელი იქნებოდა ოკუპირებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და სოფელს მოუწევდა საკუთარი სახლების დატოვება, საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება. საგუშაგოს განთავსებას ჰქონდა კრიტიკული მნიშვნელობა სოფლის უსაფრთხოებისთვის და სოფლის ოკუპაციის შეჩერებისთვის და ზუსტად ეს გარემოებები დაადასტურეს დღეს მოწმეებმა.

პროკურორები, მოწმეებს ედავებოდნენ თუ რატომ არ იყვნენ შესულები წვიმიან ამინდში ტყეში, ზამთარში, დეკემბერში, როდესაც არც ერთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეზე გამოდის, არც ერთ გამომძიებელს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ერთხელაც არ მოსვლიათ აზრად, ჩასულიყო სოფელ ჩორჩანაში, დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი და მინიმუმ კოორდინატები დაესვა იმ ტერიტორიებისთვის, რომელზეც დავობენ, რომ ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება.

ეს არის რეალურად რუსული საოკუპაციო რეჟიმის ნარატივებით გასამართლება საკუთარი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის და ამაზე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს “ოცნების” ხელისუფლების ყველა იმ პერსონას რომელიც ამ დანაშაულებრივ ღალატშია ჩართული.

ადამიანები საჯაროობას ერიდებიან გარკვეული მიზეზების გამო, ყველა ოჯახში ნამყოფია სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი და ნათქვამია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში არ უნდა იყვნენ არც ჟურნალისტებთან და არც დაცვის მხარესთან.

ერთადერთი ჩორჩანელი მოიძებნა მთელი ამ გამოკითხული ადამიანებიდან, რომელსაც ათქმევინეს, რომ არ გაუგია საგუშაგო რომ შენდებოდა”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
  • „არასრულწლოვან გერს სცემა, აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა“ – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
  • ზამირ როგავა თავდასხმის დეტალებს იხსენებს – რას ჰყვება ალერტკარში მეზობლის მიერ დაჭრილი ქალი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge