ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს.
კირვალიძეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა 7 დღიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გურჯაანის იზოლატორს ტოვებდა.
როგორც სოციალურ ქსელში თამუნა გიორგაძე წერს, კირვალიძეს მოსამართლის ამჯერად შეურაცხყოფას ედავებიან _” ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება”.
გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა 7 დღის წინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა.
“შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა”, – ასე მიმართა მან მოსამართლეს.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
