ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია კულტურის ყოფილი მინისტრის, თინა რუხაძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას 25 წელია იცნობს, მისი ახლო მეგობარია და მისგან მსგავს ქმედებას ვერ წარმოიდგენს. “ტვ პირველთან” საუბრისას სასულიერო პირი ამბობს, რომ პირადად ხედავდა, როგორ შრომობდა რუხაძე პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის და რამდენად უყვარდა მას პატრიარქი.
“მე ვიცი, რომ თინა რუხაძე არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. 25 წელია ვიცნობ მას. მისი დედა ჩემი სულიერი შვილი იყო, მასთანაც ძალიან ახლოს ვარ. უახლოესი ადამიანია ჩემთვის თინა რუხაძე და ვმეგობრობ მასთან. ვხედავდი, რამდენ რამეს აკეთებდა და როგორ შრომობდა პატრიარქის (დაკრძალვაზე). ვიცოდი როგორ უყვარდა პატრიარქი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვუყურებდი მისი და პატრიარქის ურთიერთობას. მე თინა რუხაძე ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. კარგი ადამიანია და წლებია ვმეგობრობ. მე თინასგან ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ (რაზეც ოქიტაშვილი საუბრობს).
გამოძიების დაწყება ჩემი საქმე არ არის, მე მღვდელი ვარ, რატომ მეკითხებით ასეთ რამეს. თიკა რუხაძეს მე ვიცნობ წლებიად ა ვიცი, როგორ უყვარს ქვეყანა და თავის საქმე” – ამბობს მამა შალვა კეკელია.
