გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ავარია მოხდა. გორის მაცნეს ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული მანქანაც – ინფორმაციას “გორის მაცნე” ავრცელებს.
,,აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს ,,ფორდის” და ,,ფოლკსვაგენის” მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული კიდევ ერთი ,,ფორდის” მარკის ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.”- წერს გამოცემა.
