Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საიამ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება კიდევ ერთხელ წარუდგინა

October 16, 2026
საიამ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება კიდევ ერთხელ წარუდგინა

საიამ უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, პარტია „ფედერალისტების“ და „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვა.

საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.

ეს სარჩელი წარმოადგენს მმართველი პარტიის განაცხადს, რომ მას, არა მარტო, ერთი კონკრეტული პარტია არ სურს იხილოს ოპოზიციაში, არამედ მისი განზრახვაა ყველა იმ პარტიის აკრძალვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს ოპოზიციაში ყოფნის მანდატი. ქართული ოცნება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, ცდილობს აკრძალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიამ ჯამში მიიღო 784 830 საქართველოს მოქალაქის ხმა.² საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება არჩევნებში მონაწილე 37,79% ამომრჩევლისათვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევას უთანაბრდება. ეს სარჩელი წარმოადგენს დარტყმას პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იმის გამო, რომ უქმდება საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერის მქონე არა ერთი, ცალკე აღებული პარტია, არამედ ყველა პარტია, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა მხარდაჭერა.

თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის, გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას.³ ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის სამართლებრივ ინსტრუმენტად.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული ოცნება ცდილობს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის მქონე ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოს, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური ბრძოლის გზა აარჩიეს მათ – გამოაცხადეს თუ არა მათ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები ბოიკოტი, აგრძელებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტსა და საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ ცდილობს განურჩევლად ყველა მათგანის განადგურებას.

საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, რომლის საფუძველიც არა რომელიმე პარტიის შეუზღუდავი მმართველობა, არამედ ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, პოლიტიკური მრავალფეროვნება და ძალაუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის შესაძლებლობაა”.- წერია საიას განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია- მაკა ბოჭორიშვილი
  • სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
  • „სავსებით ლეგიტიმურია, რომ ხაბეიშვილს პოლიტიკური სიტყვის შესაძლებლობა მიეცეს“ – დეკანოიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge