ავარია თბილისში ერთი ადამიანი მესხვერპლა – არსებული ინფორმაციით, მოსკოვის გამზირზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
