ნუცი გეგენავას ქუთაისში ბევრი იცნობს, ახლა კი მისმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.
ახალგაზრდა გოგო მანიკურის სპეციალისტია. მას რჩეულმა დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.
ნუცი გეგენავა 2022 წელს გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი თავის, პროფესიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ ჩვენი თავი. ბევრს უთქვამს, გამივლია ქუჩაში, უმეტესად ბავშვებს. მე ქუთაისში ვცხოვრობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება მიცნობს, რადგან განსხვავებული ვარ.
რაც შეეხება იმას, რომ მე მითხრან: „ვაიმე, რა პატარაა“, უფრო მეტად – „აი, ეს ის არ არის? ფრჩხილებს მაგრად რომ აკეთებს“.
ფრჩხილების გაკეთება გადავწყვიტე მე-11 კლასში, ჩემი გამზრდელი ბიცოლას რჩევით. ვფიქრობდი, ცხოვრებაში ისეთი პროფესია შემერჩია, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას მომცემდა.
ძალიან მინდა, რომ ყველა ასეთი კარგი ადამიანი ძალიან თავისუფლები ვიყოთ, ჩვენი თავი განვავითაროთ. ჩემნაირ ადამიანებს, თუკი ჩემი სფეროს შესწავლა მოუნდებათ და დასჭირდებათ, ეს ყველაფერი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ შევასწავლო…“, – ამბობდა ნუცი გეგენავა 2022 წელს „პრაიმ შოუში“ სტუმრობისას.
