გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
