Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მამა-შვილის დაჭრის საქმე: ოჯახი პოლიციას ძებნილის მფარველობაში ადანაშაულებს – ვალტერ როგავას სახლთან ხმაური იყო

October 15, 2026
მამა-შვილის დაჭრის საქმე: ოჯახი პოლიციას ძებნილის მფარველობაში ადანაშაულებს – ვალტერ როგავას სახლთან ხმაური იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო „შერმა“, იგივე ვალტერ როგავას კვალზე ვერ გადის. ძებილი კაცი, რომელიც ზუგდიდში მამა-შვილს სახლში შეუვარდა და ცეცხლი გაუხსნა, ამ დრომდე მიმალვაშია.

ცოტა ხნის წინ მის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დაზარალებულების ახლობლებს გზა ჩაუკეტა.

როგორც როგავას ოჯახის წევრები “ტვ პირველს“ ეუბნებიან, ძებნაში მყოფი პირი, რომელიც მამა-შვილის დაჭრაშია ბრალდებული, მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თავად გადაიღეს.

მათი თქმით, უკვე რამდენჯერმე მიმართეს შსს-ს, მოუწოდებებდნენ დაეკავებინათ აღნიშნული პირი, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა უწყებამ არაფერი მოიმოქმედა.

ისინი ვარაუდობენ, რომ მას ჰყავს მფარველი, რომელიც ხელს აფარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანი უკევ დაკავებული უნდა ყოფილიყო.

“ეს ადამიანი არის ფაქტობრივად მანიაკი, ორივე ძმები არიან მანიაკები,აქ არ არის სამეზობლოში ვინმე დარჩენილი, რომელსაც ამათ რამე არ დაუშავეს, იარაღით არ მიუვარდნენ და თოფი არ ესროლეს. 3 არასრულწლოვანის თვალწინ, ორივე ძმამ ჩემ სიძეს დანა გაუყარა. ბეწვზე გადარჩა ისიც. 6 თვის შემდეგ ნახეთ რა ხდება. ერთი ძმა დაიწირეს, მეორე არის გარეთ. ზედა ეწერის პოლიციის ყოველი ნახვისას, მე ვიყავი თუ ზამირა იყო, მამაჩემი იყო, ვაფრთხილებდით აი, ამ ფაქტზე, რომ გვეშინოდა. დღემდე შიში არ გაუვლია ბავშვებისთვის და აი, დღეს ნახეთ. წლის და 3 თვის ბავშვის თვალწინ გუშინ რა ჩაიდინა, ხედავთ.

დღისით, მზისით, 19 წელ მისჯილი, ძებნილი კაცი მოდის, წინა კარებიდან შედის იარაღით, დანით და ხო ხედავთ, რასაც აკეთებს, ღმერთმა გადაარჩინა, თორე ორივე ხომ მკვდარი იყო, რომ არ ყოფილიყო მეზობელი, დაიცლებოდა სისხლისგან, ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა. გაქცეულია, არც მაქვს იმედი, რომ დაიჭერენ” – ამბობს ზამი როგავას და.

ზამი როგავა, რომელიც იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება, ამბობს რომ მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მძიმე მამის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ის მომხდარის დეტალებს “ტვ პირველთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს:

“წინა კარიდან შემომესმა ხმა, მამიკო ეგრევე გავიდა, ცოტა ხანში მესმის მეგრული გინება, მეც ეგრევე გავედი, მისაღები ოთახიდან გასული არ ვიყავი, იარაღის გასროოლის ხმაც გავიგე. მამა დასისხლიანებული იდგა, მამას კონცენტრაცია უკვე დაკარგული ჰქონდა. წამებში მოხდა, ეს მამას რომ უმიზნებდა იარაღს, მე ვეცი, მაგიც რომ მამასთვის დაემიზნებინა მოკვდებოდა, ვერ გადარჩებოდა. მე რომ გადავედი წინ, მე მესროლა ის იარაღი, ვიგრძენი, რომ დავჭერი. ვეცი ორივე ხელით იარაღს და გამოგლეჯა დავაპირე, მამაც შემეშველა ამ დროს, მამას მივედი იარაღი და მამამ წაიღო, ბავშვიც მოსული იყო კართან და ისიც მამამ გაიყვანა. დანა ამოიღო ჯიბიდან, იმ დანით მჩეხავდა, ჩამარტყამდა – ამოიღებდა, ჩამარტყამდა-ამოიღებდა,”- ამბობს ზამი როგავა.

კაცი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციას ისევ გაექცა. ძებნილი შერი, იგივე ვალეტრ როგავა 14 ოქტომბერს შეიარღებული გამოჩნდა სოფელ ალერტკარში. ის ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, ვალტერ როგავა, ტიკტოკერს თავს მეორედ დაესხა. რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი ცნობილ ინფლუენსერს სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და ქალს ფულს სთხოვდა, ზამირ როგავამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ გაქცევა მოახერხა და მიმალვაში იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გასაკვირი არ იქნება, რომ გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია ფულის ხაპვის ცერემონია გახდა – გეგელია
  • “ქართულმა ოცნებამ“ გარდაცვლილ პატრიარქს ფული მოპარა – სოფო ხორგუანი
  • სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ გვაიძულებდნენ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თავად ვაჭრობენ რუსეთთან- ვლადიმერ ბოჟაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge