Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ “სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობდა”

October 15, 2026
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ “სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობდა”

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ “ჰიტლერის რეჟიმთან სალომე ზურაბიშვილის ოჯახი თანამშრომლობდა” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფბ-ლაივში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნება” ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა.

“მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა. მისი ოჯახის წევრები შეკრული იყვნენ და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ვნახე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი აკრძალვის პროცესი ფაშისტური პოლიტიკაა. პირველ რიგში, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ქალბატონი სალომეს ოჯახის წევრები ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის კოლაბორანტები იყვნენ. ასე რომ, მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა. მისი ოჯახის წევრები შეკრული იყვნენ და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ქალბატონი სალომე როდესაც პარტიების აკრძალვას ფაშისტურ პოლიტიკას ადარებს, გამოდის, რომ უკრაინასა და მოლდოვას ფაშისტურ სახელმწიფოებად უწოდებს? თუ რასთან გვაქვს საქმე? 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ორი პარტია კი – მოლდოვაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასე რომ, ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს იმ მუქარებთან, რომლებიც ზოგიერთი აქტორის მხრიდან გვესმის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია და მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც ყველგან მოქმედებს – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, საქართველოშიც. ან ვინმემ უნდა თქვას, რომ საქართველო მეორეხარისხოვანია, ქართველები კი, მეორეხარისხოვანი ერი. თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, ჩვენ ვინმესთან შედარებით პლებეები ვართ?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
გუშინ ამ საკითხს ფბ- ლაივში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნება” ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა. მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთსაც კი ამ ფორმით არ აუკრძალავს ოპოზიციური პარტიები.

სალომე ზურაბიშვილისთვის ამგვარი გადაწყვეტილება “ოცნების” სისუსტის მანიშნებელია. “არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით, ეს ყოველთვის არის სისუტის ნიშანი” – ამბობს ზურაბიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • მამა-შვილის დაჭრის საქმე: ოჯახი პოლიციას ძებნილის მფარველობაში ადანაშაულებს – ვალტერ როგავას სახლთან ხმაური იყო
  • პროკურატურამ ამ დრომდე არ იცი, სად იმყოფება ბუსა ჟვანია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge