ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ “ტვ პირველს” მიაწოდეს.
ფაქტი უკვე დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში “ტვ პირველს” განუმარტეს, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი საწოლიდან ვარდნა გახდა.
“ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – უთხრეს “ტვ პირველს” პენიტენციურ სამსახურში.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ.
