Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია – სად იმყოფება, არ ვიცი”- რას ამბობს ადვოკატი

October 15, 2026
“ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია – სად იმყოფება, არ ვიცი”- რას ამბობს ადვოკატი

ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი,- ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბესარიონ ჟვანიას ადვოკატმა ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია.

„განზრახ შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან ადამიანს და სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება, რასთანაც პირდაპირი შეხება ბესარიონ ჟვანიას ექნებოდა, არ არსებობს მოწმე ელემენტარულად, ვინც პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც რაიმე ჩვენებას მისცემდა მის მიმართ. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეწყვიტა დღეს მოსამართლემ დევნა მის მიმართ.

ვიდეოს შეფასება არის ჩემთვის აბსურდული. ვიღაცა პირი რომ ვიღაც პირს იცნობს, იმასთან ერთად სადღაც გადაადგილდება სულ სხვა დროს და სულ სხვა ტერიტორიაზე, როგორ შეიძლება ეს საფუძვლად დაედოს იმას, რომ ამ პირს წაუყენონ ბრალი, რასაც დღეს ედავებიან?

ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი. ნაცნობობას არავინ უარყოფს, ბავშვობის მეგობრები არიან.

ანუ სომხეთში რომ მეგობარი მეგობართან წავიდა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ ათეულობით ადამიანი მიდიოდა და მოდიოდა სომხეთში, ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს ნახულობდნენ და ეს თუ იმას ედება საფუძვლად, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი ტარდება, სრული აბსურდია და მეტი არაფერი.

ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე თუ სად იმყოფება ბრალდებული ბესარიონ ჟვანია, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ არ იცის სად იმყოფება, რადგან თავად ბუსა ჟვანიასთან მას კომუნიკაცია არც ჰქონია და არც ახლა აქვს.

„პროკურატურას მაგის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ ჰქონდეს, რომ ბესარიონ ჟვანიას უკანონოდ აქვს დღეს საზღვარი გადაკვეთილი, ეგ ბრალიც ექნებოდა მას წარდგენილი. მისმა ოჯახმა ამიყვანა ადვოკატად და ვიცავ მის ინტერესებს. არც მე და არც ოჯახს მასთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს.

არც ჩემთვის არის ცნობილი და არც ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ოფიციალურად არ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. დღეს სად არის, სად იმყოფება, რატომ არ იმყოფება პროცესზე, არ ვიცი“,- განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები იტალია და საქართველოა – AAWE
  • შაბათს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  • “გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა “მომავლის ბიჭის “, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!!!”- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge