პარლამენტმა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 81-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა 2029 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.
პროექტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.
