Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

October 15, 2026
ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა- შალვა პაპუაშვილი

რეალურად, ყველამ იცის და იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს.

როგორც პაპუაშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, ყველამ იცის, რომ ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია, ინტეგრაციის პროცესში ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა შეაფერხოს.

„საქართველო ყველაზე კარგი მაგალითია. 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მაშინ, როდესაც ყველა პოტენციური კანდიდატის წინ ვიყავით ყველანაირი შედეგებით, რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით. საქართველო არ აწესებდა სანქციებს და ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ნორმალურად ვერც ხსნიან ბოლომდე, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ეს პროცესი სრულად არის პროცესი, რომელსაც, ერთი მხრივ, ბრიუსელი სრულად აკონტროლებს კანდიდატ ქვეყანას, შეუძლია, აკეთებინოს ყველაფერი, როგორც ერთი გამორჩეული ქართველი „ენჯეოშნიკი“ ამბობდა, რომ ცალ ფეხზე დააყენოს ნებისმიერი ქვეყანა იმის მოლოდინში, რომ იქნება კეთილგანწყობილი მის მიმართ გადაწყვეტილებების დროს და ბოლოს მაინც არ მიიღოს მისი წინსვლის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გამოკვეთილად ანტიქართული პოლიტიკა აქვს და ჩვენ არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ნებისმიერ ასეთ კენჭისყრაში ისინი არ დაბლოკავენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება დამოკიდებული გავხადოთ ბრიუსელის კეთილგანწყობაზე. ჩვენი ქვეყნის განვითარება მიდის თავისი ლოგიკით, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, რა ვასიამოვნოთ ბრიუსელს, რომელიმე წევრ ქვეყანას თუ ასე შემდეგ. ამ გზაზე რომ გავყოლოდით, დღეს ჩვენ ისეთი ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.

შევახსენებთ ყველას, რომ მთლიანად ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნებს ვუსწრებთ. ჩვენ შემდეგ ვინც მოდის, ორჯერ ნაკლები ეკონომიკური ზრდის ტემპები აქვთ და აღარაფერს ვამბობ ნულის გარშემო მყოფ ეკონომიკური ზრდის ტემპების მქონე ქვეყნებზე. ჩვენი პოლიტიკის სისწორეს ჩვენი შედეგები ადასტურებს, ხოლო პოლიტიკა დღესდღეობით არის ის, რომ არ დავუჯეროთ ბრიუსელიდან მავნე რჩევებს იქამდე, ვიდრე ბრიუსელი არ დაუბრუნდება დემოკრატიულ, კონსტრუქციულ რეჟიმს. მანამდე, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ასე რომ, დღეს ბურთი არის ბრიუსელის მხარეს, საქართველო ზის დისკუსიის მაგიდასთან, მოუსხდნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები, ისე მოიქცნენ და ეს უმწიფარი პოლიტიკა, საქართველოს არშემჩნევის, არდანახვის და დაზიანების სურვილისა, უნდა დასრულდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • “გორის თავშესაფარში ხდება ეს… მომინიშნეთ ეგ სასაკლაო”- რას წერს თამთა მჭედლიძე სოციალურ ქსელში
  • ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge