Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ ქალმა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა და უღალატა მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო – არავის არაფერი შერჩენია და არც ამ ქალსა და მის მფარველს არ უნდა შერჩეს- დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეზე

October 15, 2026
ამ ქალმა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა და უღალატა მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო – არავის არაფერი შერჩენია და არც ამ ქალსა და მის მფარველს არ უნდა შერჩეს- დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეზე

ასეთი უმსგავსო კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს – ამ ქალმა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა და „ქართულ ოცნებას“ უღალატა თავის მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო – არავის არაფერი შერჩენია და არც ამ ქალსა და მის მფარველს არ უნდა შერჩეს, – ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა.

ოქიტაშვილმა მის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ „ფეისბუქ-პოსტის“ თაობაზე, სადაც ის პროკურატურას მიმართავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს, აღნიშნა, რომ პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ელოდება.

ოქიტაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, „სად წაიღო ამ ქალბატონმა ეს თანხები“.

„პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია. 30 წელზე მეტია კულტურის სფეროში ვტრიალებ. როგორც კულტურის სფეროს და საზოგადოების წარმომადგენელს მაინტერესებს – დავსვი კითხვები, რომელიც 4-5 თვეა საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს. მე მტკიცებით ფორმაში არ მილაპარაკია. კულტურის სამინისტრო ამ ქვეყანაში არის კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ვალდებული ვარ ვიცოდე, მან ეს ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა!

ის, რომ მანამდე სად იყო ოქიტაშვილი, როცა რუხაძე მინისტრი იყო ხმა მაშინ ამოეღო – მე თავი შევიკავე და ის ადამიანები გადავარჩინე, რომელთაც ეს ადამიანები გაანადგურებდნენ, მოსპობდნენ და ოჯახებითაც ამოწყვეტდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ უმუშევრად დატოვებდნენ. ამიტომ მე ამას ადამიანურად მივუდექი. როცა დრო მოვიდა ვთქვი, რადგან ორი-სამი დღის წინ მომიყვნენ ეს უბედურებები, რასაც ეს ქალი სჩადიოდა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ კულტურის მუშაკების მიმართ. მოვა დროს და კულტურის მუშაკები თვითონ ამოიღებენ ხმას!

ასეთი უმსგავსო კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს! მთელი სამი წლის განმავლობაში იგნორირებული ვიყავით. ჩვენ რაღაც პროექტები შეგვქონდა. ბოლოს გვითხრეს: – ტყუილად წვალობთ, რადგან ჩვენ დათო ოქიტაშვილს არასდროს არ დავაფინანსებთ. მე მას რამდენჯერმე შევუთვალე და პასუხი არ გამცა. სამინისტროში კიოდა და წიოდა: – აქ ოქიტაშვილი არ დავინახოო. ასევე ჩემთან ურთიერთობას უკრძალავდა კულტურის სფეროში მოღვაწე ძალიან ცნობილ ადამიანებს. მოვა დრო და ეს ადამიანები თვითონ იტყვიან!

ბოლო წვეთი იყო, რაც ორი დღის წინ გავიგე და დავწერე ის, რაც დავწერე! კულტურის სფეროში რომც არ ვიყო, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ უნდა ვიცოდე და პასუხი უნდა გაგვცენ, სად წაიღო ამ ქალბატონმა ეს თანხები!

ამ ქალმა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა – მან „ქართულ ოცნებას“ უღალატა თავის მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო.

ამბობდა: – „ფეხებს მომჭამთ ძირში, მე მპატრონობს მამუ!“ შემდეგ რომ ვკითხულობდით, თუ ვინ იყო ეს უხილავი მამუ, ეს უხილავი მამუ მამუკა მდინარაძე აღმოჩნდა. როცა ადამიანები მოღალატეები არიან, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და უბედურება. მათ გუნდი ძალიან დააზიანეს! უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს ქალი კულტურის მინისტრად წარადგინა – ეს იყო მამუკა მდინარაძე!

წაქცეულს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ უარესის ღირსია, ამიტომ პროკურატურის გამოძიებას დაველოდოთ! თქვენ ხელოვანი ადამიანებისგან ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ. არავის არაფერი არ შერჩენია და არც ამ ქალს და მის მფარველს არ უნდა შერჩეს – უარესის ღირსია“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • “გორის თავშესაფარში ხდება ეს… მომინიშნეთ ეგ სასაკლაო”- რას წერს თამთა მჭედლიძე სოციალურ ქსელში
  • ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge