Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” არ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას უნდა ავყვეთ, ვართ კონსტრუქციული და დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

October 15, 2026
შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს “ემოციურად დაზიანებული” პიროვნება უწოდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ძალიან უმწიფარია, მან გლობალური როლი დაკარგა, არ არსებობს დღეს დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს, როგორც გლობალურ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით. კერძოდ, „სხვადასხვა საკითხზე კეთდება განცხადებები, მათ შორის განიხილავენ ენერგოუსაფრთხოებასა და ალტერნატიული გზების მოძიებას, თუმცა საქართველოს კვლავ არ ახსენებენ, არც დამაზუსტებელი კითხვების დროს ამბობენ რაიმეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, საქართველოსა და შავი ზღვის საკითხებზე ამ ეტაპზე სიღრმისეული განხილვა იყოს, თუმცა უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შეიძლება, ეს საკითხი განიხილონ. რას ნიშნავს, როდესაც საქართველოზე ერთ სიტყვასაც არ ამბობენ?“

პაპუაშვილის განცხადებით, „ქალბატონი კალასი როდესაც ამბობს, რომ საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა მისი ამოცანა არ არის, მის ზედაპირულობას აჩვენებს“.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხების სიღრმეებში არ შედის, რადგან თავის საგარეო პოლიტიკაში ზედაპირულია. ეს ჩანს და სწორედ ამიტომ არის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს ძალიან უმწიფარია და მან გლობალური როლი დაკარგა. დღეს არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს, როგორც გლობალურ ძალას. ეს სწორედ ქალბატონი კალასისა და, ზოგადად, ევროკომისიის ზედაპირული, უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება საქართველოს არხსენებას, ესეც, თავის მხრივ, აჩვენებს, ვინ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი. ვფიქრობ, კარგად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში დესტრუქციული ევროკავშირია, საქართველო კი – კონსტრუქციული. ჩვენ მზად ვართ, დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან. ვფიქრობ, კონფრონტაცია არ არის გზა. ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თავადაც წააგო და სხვა ქვეყნებსაც კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა, რის შედეგადაც ისინი დიდ უბედურებაში გადააგდო. ასე რომ, არ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას უნდა ავყვეთ. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარწმუნო იქნება არგუმენტები, რაც ჩვენ სარჩელშია და ანტიკონსტიტუციურად ცნობენ პარტიებს, ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიების აკრძალვა ირიბად „ევროპულ საქართველოსაც“ ეხება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „კოალიცია ცვლილებებში“ შემავალი პარტია
  • “კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge