Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლოში დევს 35 ტომი ქაღალდი და არცერთ ფურცელზე არ მოიპოვება ინფორმაცია, რომელიც დავით და გურამ კაკულიებს არა თუ პირდაპირ, ირიბადაც კი დააკავშირებდა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან- ადვოკატი

October 15, 2026
სასამართლოში დევს 35 ტომი ქაღალდი და არცერთ ფურცელზე არ მოიპოვება ინფორმაცია, რომელიც დავით და გურამ კაკულიებს არა თუ პირდაპირ, ირიბადაც კი დააკავშირებდა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან- ადვოკატი

სასამართლოში დევს 35 ტომი ქაღალდი, და ამ 35 ტომში არცერთ ფურცელზე არ მოიპოვება რამე სახის ინფორმაცია, რომელიც დავით და გურამ კაკულიებს არა თუ პირდაპირ, ირიბადაც კი დააკავშირებდა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან,- ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატმა, შოთა კაკულიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის წევრებიც დაკითხულები არიან ამ საქმეზე და იმ შურისძიების მოტივს, რომელიც ბრალდების ფორმულირებაშია ასახული, არცერთი არ ადასტურებს.

„დაცვის მხარე, დავაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არ მოიპოვება ურთიერთშეთავსებად და დამამტკიცებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს დავით და გურამ კაკულიების რაიმე ფორმით კავშირს მომხდარ მკვლელობასთან.

რეალურად, სასამართლოში დევს 35 ტომი ქაღალდი, და ამ 35 ტომში არც ერთ ფურცელზე არ მოიპოვება რამე სახის ინფორმაცია, რომელიც დავით და გურამ კაკულიების არა თუ პირდაპირ, ირიბადაც კი დააკავშირებდა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან.

ბრალდების მხარეს ამ ხუთი წლის განმავლობაში რაიმე ახალი მტკიცებულება არ მოუპოვებია. აღნიშნული საქმე გახსნილად გამოცხადდა უკვე ერთხელ და ახლა ცდილობენ, რომ შექმნან საზოგადოებაში აზრი, რომ თითქოს ხელახლა გახსნეს ეს სისხლის სამართლის საქმე.

295 პირია ბრალდების მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ნუსხაში მითითებული, მათ შორის, ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძეც ფიგურირებენ ამ ნუსხაში, მაგრამ არცერთი მოწმე, არც ირიბად, არც პირდაპირ, ძმები კაკულიების კავშირს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ადასტურებს.

ოჯახის წევრებიც დაკითხულები არიან ამ საქმეზე და იმ შურისძიების მოტივს, რომელიც ბრალდების ფორმულირებაშია ასახული და მითითებული, არცერთი ოჯახის წევრი არ ადასტურებს“,- განაცხადა შოთა კაკულიამ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველო ივანიშვილის გარეშე! – 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • სეს-მა აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge