ყვარელში ავარიას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა.
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით, ცენტრალურ გზაზე მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.
