Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რასაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვხედავთ, ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია- გიორგი გაბუნია

October 15, 2026
“სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია”- რას ამბობ გიორგი გაბუნია

პროცესი, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვხედავთ, კლასიკური ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია – ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ჩიხში შეიყვანეს ევროკავშირი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება.

მისივე თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის.

გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე მზადაა თანამშრომლობისთვის და დისკუსიისთვის, თუმცა თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის.

„საქართველო ვერ დააზარალეს ამ პოლიტიკური წნეხით. პირიქით, ზარალდებიან თავად. ჩვენ ვხედავთ როგორი რეცესია აქვთ ეკონომიკაში, იმ პირობებში, როდესაც ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი მუდმივად, ჯიუტად ცდილობს გააგრძელოს ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს განადგურებამდე. საქართველომ განაგრძო და მუდმივად აგრძელებს განვითარებას, საქართველო ვერ დაზიანდა ამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის. თავად არიან აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს მათი არჩევანია. საქართველო განაგრძობს მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას და ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, ვერავინ შეგვაჩერებს,” – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალს! – არცერთ შემდეგ სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ- გურამ კაკულია
  • კვარაცხელიების ოჯახს მივმართავ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
  • არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს- რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge