Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარი ზარალის ანაზღაურება – 764 მლნ ლარით განისაზღვრა- საქსტატი

October 15, 2026
რაც უფრო ძვირია ქორწილი, მით უფრო მაღალია განქორწინების რისკი – კვლევის შედეგები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 13.8 მლრდ ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 80.3%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3.1 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.9 მლრდ. ლარი შეადგინა. 2025 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6 პროცენტი ქალი იყო.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 42.0% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 29.3%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 763.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.0% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 26.7%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ყვარელში ავარიას 30 წლის ბიჭი ემსხვერპლა
  • მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის- გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge