Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნების“ დამფინანსებლები ბათუმის ქონებას კონკურენციის გარეშე ყიდულობენ – TI

October 15, 2026
“ქართული ოცნების“ დამფინანსებლები ბათუმის ქონებას კონკურენციის გარეშე ყიდულობენ – TI

რა ჯდება სამთავრობო აუქციონებში გამარჯვება? – ამ სათაურით აქვეყენებს კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ 1,5 მილიონზე მეტი ლარის შემწირველი 8 კომპანია ბათუმის აუქციონებს იგებს.

როგორც TI წერს, ამ აუქციონებში გამარჯვებული რვა კომპანიის დირექტორებმა, მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს ჯამში 1,536,000 ლარი შესწირეს. აუქციონებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარამდე მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომლის მიზანი ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში მერიამ სულ 118 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 60 აუქციონი არ გაიმართა მონაწილეების არარსებობის გამო. შესაბამისად, ამ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ვერ გაიყიდა. 1 აუქციონი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და 2,5 თვეში, უცვლელი პირობებით ისევ გამოცხადდა აუქციონი და ის შპს „პონტუს გონიომ“ უკონკურენტოდ მოიგო. 57 შემდგარი აუქციონიდან, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 52 იყო უკონკურენტო და მასზე გამოტანილი უძრავი ქონება გაიყიდა საწყის საპრივატიზებო ღირებულებაზე მინიმალური ფასნამატით, ერთ სააუქციონო ბიჯში.

ორმოცდაჩვიდმეტივე აუქციონის შედეგად გასხვისდა 8,954 კვ.მ ჯამური ფართობის 57 მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 10,192,110 ლარი იყო, რაც აუქციონებზე ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 484,286 ლარით და, საბოლოოდ, ბათუმის ბიუჯეტმა მიიღო 10,676,396 ლარის შემოსავალი. კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე გამოტანილი ქონებები – მინიმალური ფასნამატებით.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპ „ოპუს სიგნიჩარმა“ (ყოფილი შპს „ოპუს ცენტრი“ და „გთემ კონტრაქშენი“), 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური: 10,750 და 38,850 ლარიანი ფასნამატებით, 367,950 და 1,333,550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #31-ში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ ედნარ პაპუნაიშვილის მეორე კომპანიამ, შპს „ხიდი-2006”-მა, 2025 წლის 25 აგვისტოს, ასევე უკონკურენტოდ, 136,300 ლარად მოიგო უპირობო ელექტრონული აუქციონი, რომელზეც გაიყიდა კურორტ გოდერძიზე მდებარე 383 კვადარტული მეტრი მიწის ნაკვეთი.

ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის დირექტორები, წილის მოქმედი და ყოფილი მფლობელები, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,536,000 ლარი შესწირეს. ამ კომპანიებიდან ექვსმა აუქციონები უკონკურენტოდ მოიგო” – წერია კვლევაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ყვარელში ავარიას 30 წლის ბიჭი ემსხვერპლა
  • მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის- გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge