სტამბოლის რაიონ სარიერში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სტუდიაში მსახიობი დემეთ ოზდემირი და მომღერალი მურათ ბოზი თანამშრომლებთან ერთად ჩარჩნენ. მათი ევაკუაცია მაშველებმა ნავით შეძლეს.
ძლიერმა წვიმამ აიაზაღას უბანში სტუდია და მისი მიმდებარე ტერიტორია დატბორა. შენობაში დემეთ ოზდემირისა და სხვა ადამიანების გარდა, მომღერალი მურათ ბოზიც იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ AFAD-ის, UMKE-ის, სტამბოლის სახანძრო სამსახურის, სანაპირო დაცვისა და სხვა სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები.
დემეთ ოზდემირი ნავის საშუალებით გაიყვანეს დატბორილი ტერიტორიიდან. ევაკუაცია სხვა ადამიანებმაც მაშველების დახმარებით შეძლეს.
მურათ ბოზმა დახმარება სოციალურ ქსელში ითხოვა
მომღერალი მურათ ბოზი სტუდიაში გადაღებებისთვის იმყოფებოდა, როდესაც ტერიტორია დაიტბორა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამშრომლებთან ერთად შენობაში იყო ჩარჩენილი და დახმარება ითხოვა.
ბოზის თქმით, ელექტროენერგია გაითიშა, წყლის დონე კი მატულობდა. მან შესაბამის სამსახურებს ევაკუაციაში დახმარებისკენ მოუწოდა.
