დიზელის საწვავის გლობალური დეფიციტი 2027 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ოქტომბრის ანგარიშიდან ვგებულობთ.
IEA პროგნოზირებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები 2026 წლის ბოლოს გაზრდის სიმძლავრის გამოყენებას. ეს ხელს შეუწყობს საწვავის მარაგების ნაწილობრივ შევსებას, მაგრამ წლის განმავლობაში დაგროვილ დეფიციტის კომპენსირებას ვერ მოახდენს. ამიტომ, ანგარიშის თანახმად, დიზელის საწვავის მარაგების აღდგენა ნორმალური სეზონური რყევების მიღმა, სავარაუდოდ, 2027 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყება.
დიზელის საწვავის მარაგების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის შედეგებით გამოწვეული მიწოდების შეფერხებებია. ამ უკანასკნელმა გამოიწვია ჰორმუზის სრუტის გავლით საწვავის ექსპორტის ნაწილობრივი შეფერხება და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების დაზიანება.
IEA ასევე იუწყება, რომ სექტემბერში ნავთობის გლობალური მარაგები 10 მილიონი ბარელით შემცირდა.
IEA-ს პროგნოზით, 2026 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობზე გლობალური მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დღეში 2.5 მილიონი ბარელით შემცირდება.
„ნავთობის მოხმარების ნაწილობრივი აღდგენა 2027 წელს, დღეში 2 მილიონი ბარელით არის მოსალოდნელი. თუმცა, ამის შემდეგაც კი, გლობალური მოთხოვნა დღეში 620 000 ბარელით, ანუ 2025 წლის დონესთან შედარებით 0.6%-ით ნაკლები დარჩება“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
