Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური” – გურამ მაჭარაშვილი

October 14, 2026
„ჩვენ ახლა გავიღვიძეთ ვაშინგტონში“ – გურამ მაჭარაშვილი

x

ზოგადად, მოლდოვის როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს, საქართველოს, როდესაც ევროპის საერთაშორისო ინსტანციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის დასკვნებში საქართველო მოლდოვაზე წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს შესაშური არაფერი აქვს, პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური.

„შეიძლება, პირიქით, მოლდოვას შეშურდეს საქართველოსი, თუმცა ჩვენ საერთოდ არ გამოგვიხატავს რეაქცია მოლდოვის არც წინსვლაზე და არც უკუსვლაზე. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ ვტოვებთ ევრობიუროკრატიის ჩინოსნებსა და მათ განცხადებებს, როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლდოვა საქართველოს უსწრებს. მოლდოვას მხოლოდ ამ კონტექსტში ვახსენიებთ, დანარჩენი კი, მათი საქმეა: სხვა სახელმწიფოს შეუერთდებიან თუ არა, დსთ-ში დარჩებიან, გამოვლენ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი გადასაწყვეტია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური. ჩახედონ საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და შეფასებებს, ნახავენ, რას წერენ თავად ევროპული ინსტიტუტები, რა პოზიციაზეა საქართველო და რა პოზიციაზე – მოლდოვა.

ვიმეორებ, ჩვენ არავის ვეჯიბრებით. უბრალოდ, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს. როგორ უსწრებს საქართველოს, როდესაც თავად ამ ინსტიტუტების შეფასებებით, მოლდოვა არის ყოველთვის საქართველოზე უკან? მეორე საკითხია, რას გააკეთებს მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე, მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კი ვიცით, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს ევრობიუროკრატიაში ხდება, აჩვენებს, რომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი სურვილი, მიგვიღონ ასეთი ტიპის პირობებით, როდესაც გვეუბნებიან, სუვერენიტეტის ჩაგვაბარეთ ჩვენ, ბრიუსელს და ისე შემოდით, ამ პირობებით ჩვენ ვერსად შევალთ. რამდენადაც ვიცით, მოლდოვას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს უნდა შეუერთდეს და ამ გზით შევიდეს ევროპაში. ეს მათი და მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია.

ჩვენ არავის ვეჯიბრებით და, მით უმეტეს, არავის გვშურს. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, მაგრამ როდესაც შედარებები კეთდება, სწორი შედარებები რა არის, ამის კონსტატაციას ვაკეთებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიოს არაბიკას დეფიციტი ემუქრება – 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს
  • “მანანა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მას არ ძალუძს ჩაერთოს ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში” – რას აცხადებს გია ვოლსკი
  • “სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge