პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს.
რეჟიმის სწრაფვამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვისკენ პანიკურ ზღვარს მიაღწია. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აცილების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს, მან თანამდებობა დატოვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში სასამართლომ მოულოდნელად ჩანიშნა მოსმენები ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, რომლებიც 21 ოქტომბრიდან იწყება.
ეს სასოწარკვეთილი დაჩქარება ორ რაღაცაზე მიუთითებს:
1. შიდა კოლაფსის შიში: რეჟიმს ეშინია სასამართლო სისტემაზე მყიფე კონტროლის დაკარგვის პერსპექტივა და ცდილობს გადაწყვეტილებების მიღებას კვორუმის სრულად დაკარგვამდე. 2. მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა: ფიქციური პროცესი, რომელიც ელვისებური სისწრაფითა და ძალდატანებით ხორციელდება პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობად და დიქტატურის განსამტკიცებლად.
რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ვერ გაუძლებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი – რეჟიმი ჩქარობს, რადგან იცის, რომ დრო იწურება” – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე.
