Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივარ… ” – მიხეილ ყაველაშვილი მიმართვას ავრცელებს

October 14, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს

სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.

მისი თქმით, „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა.

სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა.

სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, „დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.

„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები.

ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა იმ საქმეზე, თუ შენი რამე სუბიექტური მიდგომები არ არსებობს” – გურამ მაჭარაშვილი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნება
  • “ოპოზიცია ყოველთვის ასრულებდა ანტდემოკრატიულ როლს” – რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge