Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“დღეს იქ არ იქნება ვარაბიოვი, იქნება ვინმე სხვა, რომელსაც დაიხმარს და გამოიძახებს ტრაპაიძის სისტემა” – რას ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი

October 14, 2026
“მივმართავ საზოგადოებას! გთხოვთ!!! გაბრაზებული და გამწარებული დედა…”- რას წერს პატიმარ გიორგი დავითაძეს დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგის, გიორგი ვარაბიოვის სისტემიდან წასვლის ან გაშვების შესახებ გავრცელებულ ცნობას ” ტვ პირველთან” ეხმაურება.

დავითაძეები 22 წლის ბადრაგის დასჯას და მასთან ერთად ყველა იმ თანამშრომლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს, რომლებიც სავარაუდო სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებში ჩანან.

“მე არ მაქვს ინფორმაცია გაუშვეს თუ თავის ნებით წავიდა [ციხეთა სისტემიდან გიორგი ვარავიოვი]. ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვარავიოვი იქნება თუ არა იქ. ვინაიდან, ეს არ არის მარტო ვარაბიოვი. ეს არის სისტემა – ტრაპაიძე და მისი ჯალათები. დღეს იქ არ იქნება ვარაბიოვი, იქნება ვინმე სხვა, რომელსაც დაიხმარს და გამოიძახებს ტრაპაიძის სისტემა”- აცხადებს გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე.

გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძეც იმ 9 ბადრაგის დასჯას ითხოვს, რომლებმაც მისი თქმით, სექსუალურად დეესკალაციის ოთახში იძალადეს პატიმარზე.

ავთანდილ დავითაძე ამბობს, რომ მთელი ციხეთა სისტემა “ვარაბიოვის დონეზე დავიდა”. მისი თქმით, გული სწყდება, რომ იუსტიციის მინისტრი, პაატა სალიაც ასეთი ხალხის სიაში ჩაეწერა.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.

უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

“TV პირველის” „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ამჟამად ყოფილი ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.

ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ – ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი” – შალვა პაპუაშვილი
  • “საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს…” – ახალი დეტალები გურიკა დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge