შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაძევებულთა შორის არიან პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
შსს-ს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გაძევებულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
