Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვიყვანოთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, რომ ისინი საერთოდ გავიდნენ ამ ურთიერთობიდან” – არჩილ გორდულაძე

October 14, 2026
“მარტა კოსს საქართველო იმ შემთხვევაში ახსენდება, როცა ცდილობს, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანოს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს თანხები მიაწოდოს…” – არჩილ გორდულაძე

ვენეციის კომისიის დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს – მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არის პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალება მავანის თვალში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის ფუნქციაა კონკრეტული კანონის ან კანონთა კრებულის სამართლებრივი შეფასება და „მას არავინ ეკითხება როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში“.

„ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვიყვანოთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, რომ ისინი საერთოდ გავიდნენ ამ ურთიერთობიდან. ისინი ვენეციის კომისიას უწოდებენ, როგორც ფუჭი დროის კარგვას, რომელთა მიზანი, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, არ არის სამართლებრივი დასკვნის დაწერა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია წარმოდგენილი დასკვნაში, მათ შორის ამ დასკვნაში.

დასკვნაში არცერთი და არავითარი სამართლებრივი საკითხი არ არის მითითებული, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია, რათა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოყვეს.

ამავე დასკვნაში არის მითითებული, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების, ანუ უშუალოდ ვისზეც ეს კანონი გავლენას ახდენს, მათი ჩართულობა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ყველა საკომიტეტო სხდომა არის ღია, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო სხდომის მიმდინარეობას და ამავე დროს პოზიცია დააფიქსიროს.

აქ საუბარი იმაზეა და საოცრება ისაა, რომ ჩვენ რატომ არ შევუთანხმეთ კაპიტან გიგაურს, ლომჯარიას კანონპროექტები, რატომ არ ავიღეთ წინასწარი თანხმობა. შავით თეთრზე წერია, რომ წინასწარი თანხმობა არ გვქონია მათგან მიღებული. დაახლოებით ეს ისეთი ვარიანტია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ან ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, სანამ მივიღებთ, რომ შევუთანხმოთ წინასწარ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებსა და ნარკორეალიზატორებს.

ამ აბსურდამდეა მისული ვენეციის კომისია, შესაბამისად, ამ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებულია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე. წ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური” – გურამ მაჭარაშვილი
  • პარლამენტმა პირველი მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა
  • წელს 8 თვეში საქართველომ 8.190 მლნ აშშ დოლარის ხახვი შეიძინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge