Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სექტემბერში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლები- ვახტანგ ცინცაძე

October 13, 2026
სექტემბერში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლები- ვახტანგ ცინცაძე

სექტემბრის თვეში, სექტემბრის თვის ჭრილში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარი-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტად არის გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.

„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ მათი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • “ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ… მისამართი შეგეშალათ!” – ალეკო ელისაშვილი “ქართულ ოცნებას”
  • „ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge