ალეკო ელისაშვილის ოჯახს ციხეში პაემნების უფლება ისევ შეზღუდული აქვს – ამის შესახებ მსჯავრდებული პოლიტიკოსის ცოლი, ირინა კილოსანიძე “ტვ პირველთან” საუბრობს.
კილასონიძის თქმით, ეს ხდება ე.წ. ძაღლების საქმის გამო – “იმ მიზეზით, რომ ჩვენ შეიძლება ოთხფეხა ძაღლებზე მოვახდინოთ ზეწოლა”.
ელისაშვილის მეუღლე ფაქტს “ქართული ოცნების” მორიგ “სადამსჯელო ოპერაციად” აფასებს.
“ზუსტად აი ამ საქმის გამო, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში არ გვაქვს საშუალება პაემნების. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს მისჯილი აქვს და წესით, ყველა პატიმარი სარგებლობს ამ უფლებით, მას ეს უფლება შეზღუდული აქვს. მე არ ვიცი, ეს არის “ქართული ოცნების” მორიგი სადამსჯელო ოპერაცია მის წინააღმდეგ, როგორც ჩანს და ეს საქმე, სადაც მოწმეები არიან ძაღლი პოლიციელები, ანუ ოთხფეხა ძაღლები, იმ მიზეზით, რომ ჩვენ შეიძლება ოთხფეხა ძაღლებზე მოვახდინოთ ზეწოლა, ჩვენ შეზღუდული გვაქვს ალექსანდრესთან კომუნიკაციის საშუალება, ვხედავთ მას მხოლდო სასამართლოებზე და ეს გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. “ქართულ ოცნებას” იქნებ ჰკითხოთ, რაში სჭირდებათ ეს ადამიანის წამების ასეთი მეთოდი, რომელიც მათ გამოიყენეს ალექსადნრეს წინააღმდეგ”, – ამბობს ელისაშვილის ცოლი.
ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში ელისაშვილის 13 წლიანი განაჩენის გადახედვა მიმდინარეობს – საქმეს განიხილავს კოლეგია მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის თავმჯდომარეობით.
საჯარო ცნობების თანახმად, მაღლაკელიძე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
