რამდენიმე წუთის წინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, “დასკვნაში სრულიად განადგურებულია ეს “ზაკონი” და ადამიანის უფლებებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ არის შეფასებული”.
“ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა რომ გრანტების კანონის ცვლილებების მიზანი არ არის საქართველოს სუვერენიტეტის ან რამე ღირებული ინტერესის დაცვა. ეს ნაწილი განსაკუთრებულად მიხარია შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სატელევიზიო-პოლიტიკური მატრაბაზობის საპასუხოდ”- დაწერა იურისტმა.
