Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოლდოვის პოლიცია შევიდა ქოლცენტრებში, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც კავშირში არიან

October 13, 2026
მოლდოვის პოლიცია შევიდა ქოლცენტრებში, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებიც კავშირში არიან

მოლდოვაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყალბი პლატფორმების მეშვეობით აშშ-სა და კანადის მოქალაქეების მოტყუების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს. მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ხუთ ქოლცენტრს მართავდა, ხოლო ერთ-ერთი მათგანის ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ოპერაცია 9 ოქტომბერს ჩატარდა.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები თავს საინვესტიციო სფეროს ექსპერტებად ასაღებდნენ და ადამიანებს მოგებისა და რისკების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ, რის შემდეგაც მათ თაღლითურ საინვესტიციო სქემებში ფულის ჩარიცხვისკენ უბიძგებდნენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს ფული, ტელეფონები, კომპიუტერები, ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები, საბანკო ბარათები, საბუღალტრო და კორპორაციული დოკუმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები. ასევე აღმოაჩინეს რადიოსიგნალების ჩახშობის მოწყობილობები და პოლიგრაფი, რომელსაც დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩასართავად შერჩეული პირების შესამოწმებლად იყენებდნენ.

პოლიციის ცნობით, ჯგუფს იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა. მის წევრებს შორის იყვნენ ქოლცენტრების საქმიანობის კოორდინაციაზე, თანამშრომლების დაქირავებასა და გამოყენებული კომპანიების ფინანსურ და საბუღალტრო მართვაზე პასუხისმგებელი პირები.

დანაშაულებრივ საქმიანობაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები.

დაკავებული რვავე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად და დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის დასადგენად. მოლდოვის პოლიციის განცხადებაში დაკავებულ პირთა მოქალაქეობა აღნიშნული არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში, ყამბარაშვილის სამშობიაროში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
  • სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა
  • “ჩემი შვილი საფრთხეშია”- პატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge