Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

October 13, 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს კვლავ შეეძლოთ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

საკუთარი შედეგის გაცნობა აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.

შედეგების ბმული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა.

ინიციატივის მიზანი იყო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 – კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა – კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 18-მა აბიტურიენტმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
  • “პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს”- “ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე
  • რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?!- ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge