“ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ასე დასრულდა ჩემი და თეა წულუკიანის ბიfი” – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციამ თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.
თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის 2025 წელს უჩივლა. წულუკიანის განცხადებით, საქმე ეხება ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: “წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”.
იხილეთ ვიდეო
