Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, Breaking Bad-ის ვარსკვლავი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 13, 2026
ცნობილი ამერიკელი მსახიობი, Breaking Bad-ის ვარსკვლავი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

34 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი არ­ჯეი მიტი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ “Breaking Bad“-ში უოლ­ტერ უა­ი­ტის შვი­ლის, უოლ­ტერ უმ­ცრო­სის რო­ლით გა­იც­ნო. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მისი ეკ­რა­ნუ­ლი მამა, ბრა­ი­ან კრენსტო­ნი და სხვა კო­ლე­გე­ბი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დად­გე­ნი­ლი არ არის.

“ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვა­ცხა­დებთ საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ქველ­მოქ­მე­დი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი დამ­ცვე­ლის, RJ Mitte-ის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას“, – ნათ­ქვა­მია მისი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მსა­ხი­ო­ბი ტე­ხა­სის შტა­ტის ქა­ლაქ ბრა­უნსვილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი 12 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სირ­და, და­გეგ­მი­ლია მისი ცხედ­რის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა.

“მე­ნატ­რე­ბი, შვი­ლო“ – ბრა­ი­ან კრენსტო­ნის ემო­ცი­უ­რი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი
ბრა­ი­ან კრენსტონ­მა, რო­მე­ლიც “Breaking Bad“-ში RJ Mitte-ის პერ­სო­ნა­ჟის მა­მას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, მსა­ხი­ობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა.

კრენსტო­ნის თქმით, მიტი მხო­ლოდ 14 წლის იყო, რო­დე­საც უოლ­ტერ უაიტ უმ­ცრო­სის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.
“ის მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც სულ რა­ღაც 14 წლის იყო. როლს ისე­თი სი­ხა­რუ­ლი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ას­რუ­ლებ­და. 2007 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რო­დე­საც სა­პი­ლო­ტე ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ, ჯერ კი­დევ გა­მო­უც­დე­ლი იყო, მაგ­რამ ნელ-ნელა ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბო­და და შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ო­ბად ყა­ლიბ­დე­ბო­და“, – იხ­სე­ნებს კრენსტო­ნი.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა მი­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კრენსტო­ნის თქმით, მსა­ხი­ო­ბი არას­დროს იყე­ნებ­და ცე­რებ­რა­ლურ დამ­ბლას სა­ბა­ბად, რო­მე­ლიც მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­ზღუ­დავ­და.

“მთე­ლი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი ახლა ისე­თი დიდი და­ნა­კარ­გია. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და მას­თან ერ­თად ყოფ­ნა სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის დრო­საც და მას შემ­დე­გაც, როცა “Breaking Bad“-ის გარ­შე­მო აჟი­ო­ტა­ჟი ჩა­ცხრა. მე­ნატ­რე­ბი, შვი­ლო“, – და­წე­რა მსა­ხი­ობ­მა.

სე­რი­ალ­ში ჯესი პინკმე­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა აა­რონ პოლ­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი წე­რი­ლი.
“RJ, მიყ­ვარ­ხარ, მე­გო­ბა­რო. მოგ­ვე­ნატ­რე­ბი“, – და­წე­რა მან.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა დინ ნო­რი­სიც, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში ჰენკ შრე­ი­დერს, Mitte-ის პერ­სო­ნა­ჟის ბი­ძას, თა­მა­შობ­და. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკ­რან­ზე RJ-ის მამა არ ყო­ფი­ლა, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მას ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და.

“ის სა­ოც­რად თბი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო და ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბა“, – და­წე­რა ნო­რის­მა.
მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა როლ­ში გა­და­ი­ტა­ნა

RJ Mitte ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში გა­ი­ზარ­და. 2005 წელს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში უმ­ცროს დას­თან ერ­თად გა­და­ვი­და, რათა გო­გო­ნას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხი­ო­ბო გზის აქ­ტი­უ­რად გაგ­რძე­ლე­ბაც.

მსა­ხი­ობს ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა ჰქონ­და, მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბა­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დებს. “Breaking Bad“-ში უოლ­ტერ უაიტ უმ­ცრო­სის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას მან პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და პერ­სო­ნაჟს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა შეს­ძი­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სე­რი­ალ­ში მისი პერ­სო­ნა­ჟის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პირ­და­პირ არ სა­უბ­რობ­დნენ. Mitte-ის გმი­რი მა­ყუ­რე­ბელს იუ­მო­რი­თა და უშუ­ა­ლო­ბით ამახ­სოვ­რდე­ბო­და.

სე­რი­ა­ლი ამე­რი­კულ ტე­ლე­არხ AMC-ზე 2008-დან 2013 წლამ­დე, ხუთი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და. ვინს გი­ლი­გა­ნის მიერ შექ­მნილ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დრა­მამ “ემი“-ს 58 ნო­მი­ნა­ცია მი­ი­ღო და 16 ჯილ­დო მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში 2013 და 2014 წლებ­ში.

Mitte-ის შეს­რუ­ლე­ბამ მსა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა – 2014 წელს მას სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის Screen Actors Guild Award გა­დას­ცეს.

კა­რი­ე­რის მიღ­მა – ბრძო­ლა სტე­რე­ო­ტი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ
“Breaking Bad“-ის შემ­დეგ Mitte ცდი­ლობ­და, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რო­ლე­ბი მი­ე­ღო და ეკ­რან­ზე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის უფრო კომ­პლექ­სუ­რი სა­ხე­ე­ბი წარ­მო­ე­ჩი­ნა. ის აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბებს მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­დათ.

“შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ზრდის და­ნახ­ვა სა­სი­ხა­რუ­ლოა, თუმ­ცა გარ­და­ტე­ხა ზოგ­ჯერ ცალ­კე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­თა და მო­მენ­ტე­ბით მო­დის და არა ერ­თბა­შად, დიდი ცვლი­ლე­ბის სა­ხით“, – ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

Mitte თა­ნამ­შრომ­ლობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან United Cerebral Palsy და Shriners Children’s, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. მან ასე­ვე და­ა­არ­სა Mitte Foundation, რომ­ლის მი­ზა­ნიც საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რა იყო.

მისი სხვა სამ­სა­ხი­ო­ბო ნა­მუ­შევ­რე­ბია სე­რი­ა­ლე­ბი “Hannah Montana“ და “Switched at Birth“, ასე­ვე ფილ­მე­ბი და სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბი. მისი ერთ-ერთი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რია “Talking to Strangers“, რო­მე­ლიც 2026 წელს გა­მო­ვი­და.

RJ Mitte-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მძი­მე და­ნა­კარ­გია არა მხო­ლოდ “Breaking Bad“-ის მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, ვისი უფ­ლე­ბე­ბი­სა და ეკ­რან­ზე სა­თა­ნა­დო წარ­მო­ჩე­ნის­თვი­საც მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “41-ჯერ აღემატება „ოცნების“ მაღალჩინოსნების ანაზღაურება პენსიას – ეს არის სოციალური უფსკრული, უთანასწორობა და უსამართლობა, რომელზეც პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია!”- რას ნიშნავს შალვა ფარულავა
  • ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა – პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
  • ევრობიუროკრატებმა მარტივ ჭეშმარიტებას უნდა გაუსწორონ თვალი, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა- ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge