Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელ-ნინიო დეკემბერში პიკს მიაღწევს – რას პროგნოზირებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

October 12, 2026
ელ-ნინიო დეკემბერში პიკს მიაღწევს – რას პროგნოზირებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) უახლესი პროგნოზის თანახმად, კლიმატური მოვლენა, ელ-ნინიო გაძლიერებას გააგრძელებს და დეკემბერში პიკს მიაღწევს. WMO-ს გლობალური სეზონური კლიმატის ბოლო ყოველთვიურ ბიულეტენს err.ee ავრცელებს.

კერძოდ, პლანეტის დიდ ნაწილში ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება, ხოლო ნალექის დინამიკა შეიცვლება. ეს სხვადასხვა რეგიონში სიცხის ტალღების, გვალვებისა და წყალდიდობების რისკს გაზრდის.

ოქტომბერ-დეკემბერში წყნარი ოკეანის ტროპიკული ზონის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწევს. ეს ელ-ნინიოს გაძლიერებაზე მიუთითებს, რომელიც, გაეროს შეფასებით, მთელ მსოფლიოში ამინდზე, ეკონომიკაზე, ეკოსისტემებსა და ადამიანთა ცხოვრებაზე გავლენას ახდენს

WMO წერს, რომ “ელ-ნინიო მტკიცედ არის დამკვიდრებული და სწრაფად იძენს ძალას. პროგნოზები, თითქმის, 100%-იანი ალბათობით მიუთითებს, რომ ის 2027 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და, მინიმუმ, 1950 წლის შემდეგ შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოვლენა გახდეს.”

WMO განმარტავს, რომ ელ-ნინიო პლანეტაზე დამატებით სითბოს კი არ ქმნის, არამედ ოკეანის მიერ ზედაპირის ქვეშ შენახულ სითბოს გამოათავისუფლებს. სწორედ ამიტომ ძლიერი ელ-ნინიოს წლები ხშირად ყველაზე ცხელ წლებად იქცევა, როგორიც იყო, მაგალითად, 2024 წელი.

„ოკეანე, საიდანაც ელ-ნინიო ენერგიას იღებს, ახლა უფრო თბილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და გამოსაყოფად მეტი სითბო გახდა ხელმისაწვდომი,“ – ხაზგასმით აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.

WMO-ს პროგნოზით, ოქტომბერ-დეკემბერში ფართო ტერიოტრიებზე ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან და ყოველდღე დათბება, თუმცა სეზონური სიგნალი აშკარად არსებობს, რაც ექსტრემალური სიცხისა და მისი ზემოქმედების ალბათობას ზრდის.

ასევე, მოსალოდნელია ნალექის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ძლიერი ელ-ნინიოსთვის არის დამახასიათებელი. კერძოდ, ჩვეულებრივზე უფრო ნოტიო პირობები იქნება ცენტრალური აზიის ზოგიერთ რაიონსა და აღმოსავლეთ აზიის სანაპირო ზოლის ნაწილებში, ასევე, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრიკის დიდ რქაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ნაწილებში.

ჩვეულებრივზე უფრო მშრალი პირობები ინდოეთის სუბკონტინენტზე, ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილში, კარიბის ზღვის აუზის ნაწილებსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის პროგნოზირებული.

WMO-ს პროგნოზი 13 ეროვნულ და საერთაშორისო, მათ შორის, ვაშინგტონის, ლონდონის, ტოკიოსა და პუნეს ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი. WMO-ს კოორდინაციით, ოკეანის ბუებით, თანამგზავრებითა და რადიოზონდებით მიღებული მონაცემები რეალურ დროში ვრცელდება.

ცნობისთვის: კლიმატური ცვლილებების მონიტორინგის ევროპულ სამსახურ Copernicus-ის, ასევე, ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის აშშ-ის ეროვნული სამმართველოს და NASA-ს მონაცემების თანახმად, 2026 წლის აგვისტო დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი აგვისტო იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
  • სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება – რა ხდება ადგილზე?
  • პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ვის რამდენი ემატება?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge