საქართველოში რუსული იანდექს-ტაქსი მოქალაქეებს მგზავრობისას გაორმაგებულ თანხას აჭრის – მომხმარებელს ბარათებიდან თანხა ეჭრება მაშინაც, როდესაც მომსახურებით საერთოდ არ უსარგებლია.
„ვინც იანდექსით აპირებთ მგზავრობას იცოდეთ რომ არეული აქვთ სერვერი და 17 ლარი რომ უნდა გადამეხადა მგზავრობის დასრულების მერე ჩამომაჭრა 26 ლარი. არ გამოიძახოთ არავინ. ვერც მიწერთ ვერავის არ უმუშავებთ არც საფორთი თანხასაც არავინ დაგიბრუნებთ უკან“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
ამ პოსტის კომენტარებში სხვა მოქალაქეები წერენ:
„გუშინ მეც არ მიმიღია მომსახურება ისე ჩამომაჭრეს თანხა“
„გუშინ 13 ლარი ჩამომაჭრეს, არც მძღოლი მოსულა, არც არაფერი“
„ზუსტად მასე ნაღდი ანგარიშსწორების დროს 25 ლაროს მაგივრად 42 ამახიეს ტექნიკურად :))))“
აპლიკაციის ნაწიილობრივ გათიშვისა და ხარვეზებით მუშაობის მიზეზი უკრაინელების მიერ რუსეთში იანდექსის მონაცემთა ბაზის დაბომბვაა.
