Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, უარი ვთქვა ზრდაზე…”- ირაკლი კობახიძე

October 12, 2026
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, უარი ვთქვა ზრდაზე…”- ირაკლი კობახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს რაც აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ და ეუბნები – აბა, წადი, შენით იშოვე ფული, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კრიტიკას საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების მატების ოდენობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თეორიულად სახელმწიფო თანამდებობის პირების ხელფასი რომ განულებულიყო და ეს თანხა პენსიონერებს დამატებოდა, პენსია 3 ლარზე ნაკლებით გაიზრდებოდა.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ხელფასი ერთად რომ დავაჯამოთ და რომ წარმოვიდგინოთ, რომ არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი არ იღებს საერთოდ ხელფასს, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. რაც შეეხება ამ ხელფასების ჯამს, ეს ჯამი არის ბიუჯეტის 0,1%-ზე ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. შეიძლება ამან გარკვეული უხერხულობები გამოიწვიოს – კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. მე სუბიექტური ვარ და ახლა გადავალ მინისტრზე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, ხელზე იღებენ, ალბათ, 12 ათას ლარს, ამაზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. თან კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი. მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა მინიმუმ 50 და 100 ათასი ხელფასი. 12 ათას ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ აბა, წადი, შენით იშოვე ფული!“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: ანაზღაურების ინდექსაციამდე წინა მთავრობის წევრებს თუ ჰქონდათ კორუფციისკენ ბიძგი, პრემიერმა აღნიშნა, რომ რეალურად ხელფასი არ იყო გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის ადეკვატური.

„მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლების პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი პირადად საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა ანუ ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით საჯარო მოხელეების უზრუნველყოფა. როცა ვსაუბრობთ პენსიისა და თანამდებობის პირის ხელფასის თანაფარდობაზე, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყეინიშვილზე გამოძიებაზე სუს-იდან ინფორმაცია არ მქონია, მიზეზით დავინტერესდები – კობახიძე
  • “ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge