Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

October 12, 2026
“ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას – ჩვენ მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში რევოლუცია ვერ მოახდინეს და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს გააგრძელებენ.

„სავარაუდოდ, იგივე გზავნილები იქნება, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ დეზინფორმაცია, სიცრუე და ბრალდებები სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ, პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და გვაქვს მათთან ურთიერთობები. ბოლოდროინდელი ვიზიტებიც ამას ცხადყოფს, თუმცა ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე. შესაბამისად, მათ მოუწევთ, რომ გადახედონ თავიანთ მიდგომას. ჩვენ მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის და მზად ვართ, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მანამ, სანამ ისინი არ შეიმჩნევენ იმას, რომ საქართველო არის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, მანამ, სანამ ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღიარებენ, რომ ჩვენ ნამდვილად ვესაზღვრებით შავ ზღვას, ამ შემთხვევაში, ზოგადად, საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე და გაზრდილი როლიდან გამომდინარე, რაც შუა დერეფანს ეთმობა, მათ მოუწევთ, რომ ადრე თუ გვიან დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ მიუხედავად ამდენი დაფინანსებული რევოლუციისა, ვერ მოახდინეს რევოლუცია საქართველოში და დასხდებიან და ჩვენთან გააგრძელებენ საუბარს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კბილების ღრჭიალი ძილში, დილის თავის ტკივილი და ყბის ტკივილი – რა უნდა ვიცოდეთ ბრუქსიზმის შესახებ
  • პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს
  • რას ჰყვება ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში გატარებულ ციხეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge