Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიორგი დავითაძის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება – იურისტები გამოძიების განახლებას ითხოვენ

October 12, 2026
გიორგი დავითაძის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება – იურისტები გამოძიების განახლებას ითხოვენ

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება. იურისტები გამოძიების განახლებასა და დავითაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში არასათანადო მოპყრობის ნიშნები იკვეთება, თუმცა პროკურატურამ სრულყოფილი გამოძიება არ ჩაატარა და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება არ განახორციელა.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება გიორგი დავითაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სალომე ჯანუაშვილის თქმით, პატიმარი სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად ემზადება და საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაც მიმდინარეობს.

გიორგისთვის არ იყო მოულოდნელი საგამოძიებო ორგანოს ეს გადაწყვეტილება. იგი ელოდებოდა, რომ ამ სივრცეში ვერ დადგინდებოდა ის სიმართლე, რაც თავს გადახდა და შესაბამისად, მზად არის შემდგომი და სამართლებრივი ბრძოლისთვის, გავიარეთ კონკრეტული დეტალები რა და როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად, როგორ უნდა შეიკრიბოს დოკუმენტაცია. ჩვენთან ერთად იყო შემოსული საიას იურისტი, რომელიც კონკრეტულად ამ ნაწილში უწევს კონსულტაციას გიორგის და ამ ნაწილში ანუ სტრასბურგში წასაღებ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენც მივეცით კონსულტაცია და საბოლოო ჯამში, ვართ ამ რეჟიმში, – ამბობს ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი.

გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურას დაკვეთილი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოჯახს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ ჰქონია და შვილის უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს.

რა თქმა უნდა, გიორგი არის ამ საქმეში დაზარალებული, მაგრამ ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი განაჩენი გამოიტანა, სულ რაღაც 2 დღეში, დაკვეთა შეასრულეს ერთპიროვნულად კონკრეტულმა ადამიანებმა, რაც განახორციელა პროკურატურამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ველოდით რამე ნორმალურ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, – ამბობს ირმა დავითაძე.

საქართველოს პროკურატურამ 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კბილების ღრჭიალი ძილში, დილის თავის ტკივილი და ყბის ტკივილი – რა უნდა ვიცოდეთ ბრუქსიზმის შესახებ
  • პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს
  • რას ჰყვება ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში გატარებულ ციხეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge