ივანიშვილის პრემიერის განცხადებით, ბადრაგების მხრიდან ძალის გამოყენება აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. მან ისაუბრა მსჯავრდებულ დავითაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე და თქვა, რომ ბრალდებისთვის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, იქ რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს.
“პირველი, იქ ჩანს, რომ ამ ბრალდებისთვის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოჩნდებოდა ყველაფერი, თუმცა ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ერთი. მეორე, რაც შეეხება ძალის გამოყენებას ბადრაგის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა და ჩვეულებრივი მოვლენა. იქ რაც ხდება, ეს თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, წყვეტენ გამოძიებას.
მათი თქმით, ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.
