თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ფეისბუქ მომხმარებელი 1 500 ლარით დააჯარიმა. იოსებ გოგინაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან სანიკიძეს.
დღესვე ქვეყნის მასშტაბით რაიონული და საქალაქო სასამართლოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ ოქმებს განიხილავენ.
კასპის სასამართლომ ორი საქმე განიხილა, ერთზე მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა, მეორე საქმეზე კი მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდა.
