ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შესაძლოა, პენსიის თანხა დაკორექტირდეს და 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარზე მეტით გაიზარდოს.
კაკაურიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ წინადადებებს, რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მხრიდან. ამავდროულად, გავაანალიზებთ რესურსს. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნება, რომ გაიზარდოს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წინადადება, რომელიც დაყენებული იყო კომიტეტების მხრიდან, გათვალისწინებული იქნება, თუმცა მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მაქსიმალურად დაფინანსდეს ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია 2027 წლისთვის. მათ შორის, ზუსტად ვერ ვიტყვი პენსიებთან მიმართებაში, კომიტეტზე დაყენებული იყო 380-დან 400 ლარამდე [ზრდა]. ამის რესურსი სავარაუდოდ იქნება, შეიძლება სხვა მოცემულობა იყოს. ჩვენ კომიტეტებთან ვიმუშავებთ და ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება პენსიების ზრდა – ამ შემთხვევაში ვგულისხმობ 70 წლამდე ასაკის პენსიას. ვიმუშავებთ ამ საკითხზე. კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ,” – განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში, ამ დროისთვის, 70 წლამდე პირების პენსიის 20 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული.
