Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია “- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

October 12, 2026
ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა- შალვა პაპუაშვილი

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ საკითხი რუსეთის ფედერაციასთან გაარკვიოს.

„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ. ანუ რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით არის, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში. ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ რამე ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან.

ზოგადად ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი, არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა, არამედ, ხედავთ, რომ ევროკავშირში ვაჭრობაც რისკებს შეიცავს- სანქციებს ითხოვენ, ვხედავდით მუქარას ყულევის პორტთან დაკავშირებით, ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. მსოფლიო პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი, რომ ქვეყნები ერთმანეთთან მეგობრულ ყიჟინაში არიან. ძალიან მკაცრი და პრაგმატულია მიდგომები საერთაშორისო პოლიტიკაში. ასე რომ, რისკები რუსულ ბაზარზეც არის, ევროკავშირის ბაზარზეც არის, ვხედავთ, რომ ერთგან ტარიფები იზრდება, მეორეგან სანქციები წესდება, მეოთხეგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს – არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, უარი თქვით რუსულ ბაზარზეო. ჩვენ სწორი ვიყავით იმაში, რომ მნიშვნელოვანია არ გვქონდეს ესკალაციის პოლიტიკა, იმიტომ, რომ როდესაც გაქვს ღია ეკონომიკა, ვაჭრობ სხვადასხვა ქვეყანასთან, ბევრ ქვეყანას აქვს ბერკეტები და არა მხოლოდ რუსეთს. სწორედ ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, რომ გვქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, არავის არ მისცემს იმის საბაბს, რომ ბერკეტები გამოიყენოს და მეორე, მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედებს შენი ბიზნესი და ამას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.

აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩვენი სამართალდამცველები ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომლებსაც ევროპის მასშტაბით ვხედავთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი- ირაკლი კობახიძე
  • კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge